საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2022 წელს საქართველოში 14 მილიარდ 246 მილიონ 600 ათასი კვტსთ ელექტროენერგიაა გამომუშავებული, რაც 2021 წელს გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობას (12, 645 მლრდ კვტსთ) 12,7%-ით სჭარბობს.

2002 წელს მომხმარებელს მიეწოდა 14 მილიარდ 181 მილიონ 400 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც 2021 წელს მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობას (13 753,1 მლნ კვტსთ) 3,1%-ით სჭარბობს.

2022 წელს საქართველოში იმპორტირებულია 1 მილიარდ 533 მილიონ 200 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც 2021 წელს იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობაზე (2 0006,2 მლნ კვტსთ) 23,6%-ით ნაკლებია.

იმპორტირებული ენერგიის 82,5% რუსეთის წილად მოდის, 9% სომხეთის წილად, ხოლო 8,5% აზერბაიჯანიდანაა შემოტანილი.

საქართველოდან ექსპორტირებულია 971 მილიონ 100 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც 2021 წელს ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობას (391 ათასი კვტ სთ) 148,4%-ით სჭარბობს.

ექსპორტის 88,7% თურქეთის, 10,4% აზერბაიჯანის, ხოლო 0,9% კი სომხეთის წილად მოდის.

2022 წელს საქართველოდან ტრანზიტით თურქეთში 3 მილიარდ 160 მილიონ 300 ათასი კვტსთ ელექტროენერგია გავიდა.

თურქეთში ტრანზიტით გასული ელექტროენერგიის მოცულობაში აზერბაიჯანის წილი შეადგენს 84,3%-ს, რუსეთის 8,5%-ს, ხოლო სომხეთის კი 7,2%-ს.