ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ოცეულის სერჟანტის კურსი დასრულდა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ოცეულის სერჟანტის მე-11 შუალედური კურსი დასრულდა.სამხედრო მოსამსახურეებს კურსის წარმატებით დამთავრება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ და გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს. მათ სამხედროებს წარმატებები უსურვეს და კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.

ოცეულის სერჟანტის შუალედური კურსი 2 მარტს დაიწყო. კურსი 38 მსმენელმა გაიარა. სწავლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვით, თავდასხმით და საპატრულო ოპერაციებს, ქვედანაყოფის მართვის პროცედურებსა და საბრძოლო მომზადების ორგანიზებას დაეუფლნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...