ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ, ზურაბ კახაბრიშვილი, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მთავარ ექიმად დანიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია ავრცელებს.

„გვაქვს პატივი, შეგატყობინოთ ინფორმაცია საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტისა და საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმის, პროფ. ზურაბ კახაბრიშვილის პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში, მთავარ ექიმად დანიშვნასთან დაკავშირებით.
ზურაბ კახაბრიშვილმა, ოფიციალური წერილი IWF-სგან (ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია) უკვე მიიღო და მოწვევას დასთანხმდა.
“ძვირფასო ზურაბ,
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) აღმასრულებელი საბჭოს სახელით, გთხოვთ მიიღოთ ჩვენი მილოცვა პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, საერთაშორისო ტექნიკურ ჩინოვნიკად დანიშვნასთან დაკავშირებით” , - ნათქვამია ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის, მოჰამედ ჯალუდის წერილში.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველი ექიმი წარდგენილია საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან, როგორც კონკრეტული სპორტის სახეობის საერთაშორისო ტექნიკური ჩინოვნიკი“,- წერია ინფორმაციაში.