გერმანიაში მიმდინარე საუნივერსიტეტო თამაშებზე ქართველი ძიუდოისტი ზაურ დვალაშვილი (81 კგ) ვიცე-ჩემპიონი გახდა. ფინალამდე ზაურმა კვიპროსელი, ლიბანელი, უკრაინელი და ამერიკელი მოწინააღმდეგეები დაამარცხა, ხოლო ოქროს მედლისთვის იაპონელ კაიტო ამონოსთან დამატებით დროში გაშვებული იუკოთი დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ეს მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრების პირველი მედალია.