ქართველმა ნახევარმცველმა, ზაქარია ბეგლარიშვილმა, რომელიც „ნომე იუნაიტედში“ თამაშობს, ადგილობრივ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ პსჟ-ს ქართველი ლეგიონერი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და მის წარმატებას მთელი ქვეყანა გულშემატკივრობს.
„ვფიქრობ, ის ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მთავარი ვარსკვლავია. მას აქვს შანსი, პსჟ-ს დაეხმაროს იმ თასის მოპოვებაში, რომელიც კლუბს ჯერ არასდროს მოუგია – ჩემპიონთა ლიგის.
მჯერა, რომ პსჟ მოიგებს, მთელი საქართველო ამ მომენტს ელის. ხვიჩამდე ჩემპიონთა ლიგა მხოლოდ კახა კალაძემ მოიგო და მას შემდეგ ფინალში არცერთ ქართველს უთამაშია. ყველას იმედი აქვს, რომ ხვიჩა ისტორიაში საკუთარ სახელს ჩაწერს“, – თქვა ბეგლარიშვილმა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ფრანგული პსჟ და იტალიური „ინტერი“ შეხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.