"მხოლოდ დაცვაში თამაშს არ ვაპირებთ, გვინდა რომ პორტუგალიის მსგავსად ესპანეთსაც და მთელს ევროპას ვაჩვენოთ რომ მხოლოდ დაცვაში არ ვართ ძლიერები, არამედ ბურთთან თამაშშიც. -   ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ამ ევროპის ჩემპიონატზე ჩემთვის საქართველო უკვე გამარჯვებულია და მოუთმენლად ველით კიდევ ერთ მატჩს ამ ტურნირზე და საქართველოს ჰიმნის კიდევ ერთხელ აჟღერებას" - განაცხადა ვილი სანიოლმა. 

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა.ამ გამარჯვებით ნაკრებმა პლეი ოფის საგზური მოიპოვა. 

გერმანიაში, მერვედფინალში "ჯვაროსნები" ესპანეთს შეხვდებიან. მატჩი ხვალ, 23:00 საათზე დაიწყება.

ინფორმაციას და ფოტოს ეროვნული ნაკრები ავრცელებს.