ამის შესახებ  უმარ ნურმაგომედოვმა მას შემდეგ განაცხადა, რაც UFC311-ზე, სატიტულო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილთან დამარცხდა.

"წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. პირველი სამი რაუნდი მე მოვიგე. პირველი რაუნდის შემდეგ ხელი ვიტკინე და სათანადო დარტყმების განხორციელებას ვეღარ ვახერხებდი, მიუხედავად ამისა, არ ვბრაზობ. მერაბის პერფორმანსი არ გამკვირვებია. ვიცოდი, რომ მასთან ბრძოლა რთული იქნებოდა", - განაცხადა უმარ ნურმაგომედოვმა.