კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საბურთალოს შტაბთან მომხდარ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ცნობისთვის, „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ სოციალურ ქსელში გავრცელა ვიდეო და დაწერა: „საბურთალოს შტაბიდან გამოსულებს პროვოკატორები შემოგვხვდნენ „შემთხვევით“, გინებით, დანით და ქვების სროლით“.