უეფას ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, საქართველოს ნაკრების მეკარეს 29 მოგერიება აქვს.

 23 წლის მამარდაშვილი ამ მაჩვენებლით ერთპიროვნული ლიდერია და კონკურენტებს დიდი უპირატესობით ასწრებს.

ევრო 2024-ზე საუკეთესო მეკარეების ხუთეული ასეთია: 1. გიორგი მამარდაშვილი, საქართველო – 29 მოგერიება; 2. ფლორიან ნიტა, რუმინეთი – 16; 3. ჯანლუიჯი დონარუმა, იტალია – 14; 4 იან ობლაკი, სლოვენია – 14; 5. კოენ კასტელსი, ბელგია – 14.