ისტორიაში არნახული შემთხვევა მოხდა პარიზის ოლიმპიური თამაშების პირველ დღეს ფეხბურთელთა ჯგუფური ტურნირის მატჩში არგენტინასა და მაროკოს შორის.

შეხვედრის 90 წუთის ამოწურვის შემდეგ მსაჯმა 15 წუთი დაამატა და საყოველთაო გაკვირვება გამოიწვია. მაროკოელებმა არგენტინელთა შეტევებს 14 წუთი გაუძლეს, მე-15 წუთზე კი მას შემდეგ, რაც მაროკოელთა კარი ორჯერ იხსნა ძელმა, კრისტიან მედინამ შეძლო თავური დარტყმით ბურთის კარში გაგზავნა და ანგარიში გაათანაბრა.


გოლის შემდეგ მაროკოელმა გულშემატკივრებმა არგენტინელ ფეხბურთელებს პეტარდები ბოთლები და სხვა საგნები დაუშინეს და მსაჯმა და ფეხბურთელებმა სასწრაფოდ მიაშურეს გასახდელს.

საინფორმაციო სააგენტოებმა და თვით ფიფას საიტმა კი მატჩი დასრულებულად გამოაცხადეს, მაგრამ დაახლოებით ერთი საათის  შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატჩის დასრულებამდე კიდევ 3 წუთი იყო დარჩენილი, ვიდეორეფერის მიერ გოლის გადამოწმების შემდეგ არგენტინელი ფეხბურთელის თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნა დაფიქსირდა და მატჩის მსაჯმა, შვედმა გლენ ნიუბერგმა გოლი გააუქმა. 

საბოლოოდ, გუნდებმა სამი წუთი ცარიელი ტრიბუნების წინ ითამაშეს, მაროკოელებმა გოლი არ გაუშვეს და მატჩი შეწყვეტიდან ორი საათის შემდეგ მათი გამარჯვებით დასრულდა