თელ-ავივში ძიუდოისტები გრან-სლემის ტურნირზე ასპარეზობენ

60 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მე-14 ადგილზე მყოფმა ლუხუმ ჩხვიმიანმა მეთექვსმეტედფინალში თურქმენ ხაკბერბდ ჯუმაევს (N56) სძლია იპონით, მერვედფინალში კი სამი შიდო მიიღო მსოფლიო რეიტინგის 42-ე ნომერე ავსტარალილე ჯოშუა კაცთან შეხვედრაში და ასპარეზობას გამოეთიშა.

ამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნიდერლანდელმა თორნიკე ჭკადუამ (N20) პორტუგალიელი როდრიგო კოსტა ლოპესის N31) დამარცხების შემდეგ მერვედფინალში იტალიელ სიმონე ავერსასთან (N158) წააგო, ხოლო ფრანგმა ოლიმპიოური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა  ლუკა მხეიძემ (N28) მეთექვსმეტედფინალში მონღოლ სუხბატ ბიამბასურენს (N252) სძლია, მერვედფინალში უკრაინელ არტიომ ლესიუკს (N15), მეოთხედფინალში ავსტრალიელ ჯოშუა კაცს და ნახევარფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელ ბალაბაი აგაევს შეხვდება