თბილისში, ხმლით მოფარიკავეების მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალისტთა ვინაობა გაირკვა.
ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ, რომელმაც ოცდამეთორმეტედფინალში პოლონელი კშიშტოფ კაჩკოვსკი 15:7, მეთექვსმეტედფინალში კი ამერიკელი უილიამ მორილი 15:11 დაამარცხა, მერვედფინალში ეგვიპტელ მოჰამედ ამერს 15:11 სძლია და მეოთხედფინალში გავიდა.
სანდრო ბაზაძის(N5) მეტოქე მეოთხედფინალში ეგვიპტელ ზიად ელსისი (N12) იქნება.
მეოთხედფინალში აგრეთვე გავიდნენ მონაწილეთა შორის საუკეთესო რეიტინგის მქონე, პარიზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელ ფარეს ფერჯანისთან (ტუნისი, N3) შეხვედრაში გამარჯვებული პიეტრო ტორე (იტალია, N45), აჰმედ ჰეშამი (ეგვიპტე, N20), ჟან-ფილიპ პატრისი (საფრანგეთი, N4), რემი გარიგი (საფრანგეთი, N13), ლუკა კურატოლი (იტალია, N8) და აარონ ჟილაგი (უნგრეთი, N30)