რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში, „კლუჟ არენაზე", ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბოლო მეოთხედფინალური შეხვედრა დასრულდა

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის B ჯგუფის გამარჯვებულის, საფრანგეთის ნაკრების და D ჯგუფის მეორედგილოსნის,  უკრაინის ნაკრების გუნდების შეხვედრაში უკრაინელებმა 3:1 გაიმარჯვეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.

ამრიგად, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდებისთვის გამოყოფილი სამი ლიცენზია ესპანეთის, ისრაელის და უკრაინის გუნდებმა მოიპოვეს და საქართველოს ნაკრებს მეხუთე ადგილისთვის თამაშის და გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში ოლიმპიური საგზურის მოპოვების შანსი წაერთვა.