გერმანიაში მიმდინარე საუნივერსიტეტო თამაშებზე დასრულდა შეჯიბრება ძიუდოისტთა შეჯიბრება ცალკეულ წონით კატეგორიებში.

ჩემპიონატის დასკვნით დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

100კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ნიკა ხარაზიშვილი პოლონელ მიხალ ენჯეევსკისთან დამარცხდა.

+100კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში საბა ინანეიშვილმა იაპონელი იუტა ნაკამურასთან წააგო.

ქალთა +78კგ წონაში სოფიო სომხიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ყაზახ აკერკე რამაზანოვას სძლია.

ამრიგად, მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ვერცხლის (81კგ ზაურ დვალაშვილი, 100კგ ნიკა ხარაზიშვილი და +100კგ საბა ინანეიშვილი) და ერთი ბრინჯაოს (+78კგ სოფიო სომხიშვილი) მედალი მოიპოვეს.