ამის შესახებ რუსეთი სპორტული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ მამიაშვილმა განაცხადა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიადაზე 10 რუსი მოჭიდავე მიიწვია, მიუხედავად 16 მოპოვებული ლიცენზიისა. სპორტსმენებს შორის არ იყო ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი აბდულრაშიდ სადულაევი, ასევე ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულები ზაურ უგუევი, ზაურბეკ სიდაკოვი, მუსა ევლოევი და თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი არტურ ნაიფონოვი.

ამასთან დაკავშირებით, რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა გაფართოებული შეხვედრა გამართა რუსეთის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბთან თავისუფალ, ქალთა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში და სპორტსმენებთან, რომლებმაც მიიღეს მიწვევები ოლიმპიურ თამაშებზე. შეხვედრაზე ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება - უარი ითქვას ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე.  

რუსეთის ჭიდაობის ფედერაცია, რუსეთის ნაკრების სპორტსმენები და მწვრთნელები თავისუფალ, ქალებსა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში არ აჰყვებიან პოლიტიკოსებს და არ დაუშვებენ რუსეთის ნაკრების სულისკვეთების დარღვევას, ჩვენ არ ვეთანხმებით არასპორტულ შერჩევის პრინციპს, რომლითაც ხელმძღვანელობდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და რომლის მიზანიც ჩვენი გუნდის ერთიანობის შელახვაა, - ნათქვამია რუსეთის სპორტული ჭიდაობის ფედერაციის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

.