კიშინიოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის პირველობაზე ქალებმა 81 კგ და კაცებმა 96 კგ წონით კატეგორიაში დაასრულეს ასპარეზობა.  

ქართველმა ძალოსანმა რევაზ დავითაძემ პირველ მოძრაობაში 173 კგ აიტაცა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

აკვრაში რევაზ დავითაძემ 205 დასძლია და ვერცხლი მედალი მოიპოვა.

რევაზ დავითაძე 379 კგ შედეგით ასევე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ორჭიდში.

ამავე წონაში მეხუთე ადგილი დაიკავა ირაკლი გობეჯიშვილმა

1. კარლოს ნასარი (ბულგარეთი) - (188+229)=417კგ
2. რევაზ დავითაძე (საქართველო) - 174(167,171,174)+205(201,205,208*)=379კგ
3. დავიდ ჰოვანესიანი (სომხეთი) - (173+203)=376კგ
5. ირაკლი გობეჯიშვილი (საქართველო) - 166(161*,161,166)+194(188,194,202*)=360კგ

ქალთა 81 კგ წონით კატეგორიაში ნათია გადელიამ ატაცში მეცხრე, აკვრაში მეექვსე, ორჭიდის ჯამში კი მერვე ადგილი დაიკავა.

1. ელენა ერიგჰინა (მოლდოვა) - (106+136)=242კგ
2. ილკე ლაგრუ (ბელგია) - (104+134)=238კგ
3. ვერანიკა ზელინსკა (პოლონეთი) - (105+132)=237კგ
8. ნათია გადელია (საქართველო) - 99(95,99*,99)+124(118,124,127*)=223კგ

მასალა განახლებულია.