„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია უწყლობის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პოსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელის პირად გვერდზე დაწერა: „სპეციალურად ხდება ეს, რომ წყალი შეწყდა და შუაღამემდე არ იქნებაო? ხალხი ხომ უნდა ბოლომდე გაამწაროთ?“
ნიკა მელიას თქმით, „ჰოდა, უნდა დავკოორდინირდეთ. ვიდრე სხვა საკითხები გვერდზე გვაქვს გადადებული, აქ მაინც გვექნება ერთობა“.
ამასთან, საკუთარ გვერდზე პოსტის ერთ-ერთ კომენტარში მელიამ აღნიშნა: „ეს საკითხი რომ არ მგონია, რომლითაც ახლა წინააღმდეგობის პლატფორმის კოორდინატორი უნდა იყოს დაკავებული, ამიტომაც დავწერე ირონიულად“.