პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე დასრულდა შეხვედრები ბრინჯაოს მედლებისთვის ძიუდოისტთა +90 კგ წონით კატეგორიაში.
ქართველმა ძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ ოქროს მედლისთვის შეხვედრაში თურქი იბრაჰიმ ბელიუქბაშისთან დამარცხდა და პარიზის პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ყიზილაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უზბეკ დავურხონ კარომატოვთან დამარცხდა და მეხუთე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.
ამ დროისთვის ქართველ პარალიმპიელებს ერთი ოქროს (ბირთვის კვრა - გიგა ოჩხიკიძე), ოთხი ვერცხლის (შაშხანიდან 50 მ სროლა - ვლადიმერ ჭინჭარაული, ძიუდო 60კგ ზურაბ ზურაბიანი და ძიუდო 73 კგ გიორგი ქალდანი და ძიუდო +90 კგ რევაზ ჩიკოიძე) და ოთხი ბრინჯაოს (ტაეკვონდო - ანა ჯაფარიძე და ხმლით ფარიკაობა - ნინა თიბილაშვილი და ძიუდო 70 კგ ინა ქალდანი) მედალი აქვთ მოპოვებული. საქართველო საერთო გუნდურ ჩათვლაში 37-ე ადგილზეა.