ინგლისის პრემიერლიგაში ოცდამეორე ტური დაიწყო.

საპრიზო ადგილის ერთ-ერთი პრეტენდენტი „ნიუკასლი“ სახლში „ბორნმუთთან“  განადგურდა. მასპინძლების კარში სამი გოლი „ვალენსიაში“ გიორგი მამარდაშვილის ყოფილმა თანაგუნდელმა ჯასტინ კლიუვერტმა გაიტანა.

„ნიუკასლი“ - „ბორნმუთი“ 1:4(1:2)
გოლები: 6' ჯასტინ კლიუვერტი 0:1, 25' ბრუნი გიმარაინსი 1:1, 50 და 90+2' ჯასტინ კლიუვერტი 1:2 და 1:3, 90+6' მილოშ კერკეზი 1:4


„ლივერპულმა“ ბრენტფორდში კომპენსირებულ დროში დარვინ ნუნიესის მიერ გატანილი გოლებით სძლია „ბრენტფორდს“.

„ბრენტფორდი“ - „ლივერპული“ 0:2(0:0)
გოლები: 90+1' და 90+3' დარვინ ნუნიესი 0:1 და 0:2


პრემიერლიგაში ზედიზედ მეშვიდე შეხვედრა წააგო „ლესტერმა". მას „ფულჰემმა" ორი მშრალი გოლი გაუტანა.

ჟან-ფილიპ მატეტას მიერ გატანილი ორი გოლით „კრისტალ პალასმა“ „ვესტ ჰემი“ დაამარცხა.

„ვესტ ჰემი“ - „კრისტალ პალასი“ 0:2 (0:0)
გოლები: 48' ჟან-ფილიპ მატეტა 0:1, 89' ჟან-ფილიპ მატეტა, თერთმეტმეტრიანიდან 0:2 

„ლივერპულის“ უახლოესი მდევარი, ლონდონის „არსენალი“,  გაბრიელ მარტინელის და კაი ჰავარცის გოლებით დაწინაურდა „ასტონ ვილასთან“ მატჩში, მაგრამ იური ტილემანსმა და ოლი უოტკინსმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს.

„არსენალი“ - „ასტონ ვილა“ 2:2(1:0)
გოლები: 35' გაბრიელ მარტინელი 1:0, 55' კაი ჰავარცი 2:0, 60' იური ტილერმანსი 2:1, 68' ოლი უოტკონსი 2:2