საქართველოს პარალიმპიური ნაკრები პარიზის ზაფხულის მე-17 პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის 6 სახეობაში 14 პარაათლეტით იასპარეზებს.
მონაწილეთა შორის იქნება თელავის მუნიციპალიტეტის სპორტულ კლუბთა გაერთიანება “თელავის” სპორტული ტირის მენეჯერი ლადო ჭინჭარაული, რომელიც პარა სროლაში (შაშხანით სროლა R4 და R5 კატეგორიებში 10 მეტრზე და R9 კატეგორიაში 50 მეტრზე) საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი იქნება.