პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ფეხბურთელთა ტურნირის ექვსი შეხვედრა დასრულდა.
B ჯგუფში უკრაინელებმა ერაყთან შეხვედრაში ფრედ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ 53-ე წუთზე ვალენტინ რუბჩინსკის გოლით დაწინაურდნენ მაგრამ ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლეს. საპასუხო გოლი ერაყელმა აიმენ ჰუსეინმა 57-ე წუთზე თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა, გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი კი 75-ე წუთზე ალი ჯასიმი გახდა.
ამ ჯგუფში სკანდალურად დასრულებულ პირველ შეხვედრაში მაროკომ არგენტინა 2:1 დაამარცხა.
C ჯგუფში ეგვიპტის და დომინიკანელთა რესპუბლიკის ნაკრების გუნდების შეხვედრაში ანგარიში არ გახსნილა, ესპანელებმა კი უზბეკები დაამარცხეს.
D ჯგუფში იაპონიამ პარაგვაი გაანადგურა, მალი და ისრაელის გუნდების შეხვედრაში კი პირველი ტაიმი დასრულდა და ანგარიში არაა გახსნილი
იაპონია - პარაგვაი 5:0(1:0)
გოლები: 19' და 63' შიუნსუკე მიტო 1:0 და 2:0, 70' რიჰიტო იამამოტო 3:0, 82' და 87 შოტა ფუძიო 4:0 და 5:0
გაძევება: 25' ვაილდერ ვიერა (პარაგვაი, წითელი ბარათი)
A ჯგუფში ახალმა ზელანდიან გვინეას 2:1 სძლია, საფრანგეთის და აშშ-ის ნაკრები გუნდების შეხვედრაში კი პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში არ გახსნილა
ახალი ზელანდია გვინეა 2:1(1:0)
გოლები: 25' მეთიუ გარბეტი 1:0, 72' ამადო დიავარა 1:1, 76' ბენ უეინი 2:1
245- წუთზე მეთიუ გარბეტის დარტყმული თერთმეტმეტრიანი მეკარე სუმაილა სილამ მოიგერია