პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 100 კგ წონით კატეგორიის ძიუდოისტთა მეოთხედფინალური შეხვედრები დაიწყო
ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ მეოთხედფინალში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი, იაპონელი აარონ ვოლფი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ილია სულამანიძის მეტოქე ნახევარფინალში ესპანელ ნიკოლოზ შერაზადიშვილს და შვეიცარიელ დანიელ აიხს შორის გამარჯვებული იქნება.
მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი და უზბეკი მუზაფარბეკ ტურობაევი შეხვდებიან.