თურქეთის ქალაქ მერსინში პარა ძალოსნობაში, წოლჭიმსა და სამჭიდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა შვიდი მედლით დაასრულა.

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პარასპორტმენმა მირიან ოგნაძემ (+215კგ) 215 კილოგრამი დასძლია, ჩაჯდომში 282 კილოგრამი ასწია და ორი ოქროს მედალი და უსინათლოთა წოლჭიმში მსოფლიო რეკორდსმენის ტიტული მოიპოვა.

გიორგი მაისურაძემ (+125კგ.) 165 კილოგრამი ჩათვალა, სამჭიდის ჯამში კი 590 კილოგრამი დააგროვა და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

გიორგი გიგაურმა (-56კგ.) წოლჭიმში 61 კილოგრამი ასწია, სამჭიდის ჯამში კი 286 კილოგრამი დააგროვა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

ზაზა მარტიაშვილმა კი (-125კგ) 155 კილოგრამი დასძლია და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ქართველი პარასპორტსმენები ტურნირზე საქაეთველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.