ნოვაკ ჯოკოვიჩი განაგრძობს ჩოგბურთის მოყვარულთა გაოცებას.

37 წლის სერბმა ვარსკვლავმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად შეძლო მასზე 16 წლით უმცროსი კარლოს ალკარასის დამარცხება და ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.


ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია ჩემპიონატი 10-ჯერ აქვს მოგებული, გრან-სლემის ტურნირები კი 24-ჯერ. წლევანდელი ტურნირის მოგების შემთხვევაში იგი მარგარეტ კორტს ჩამოიტოვებს და მამაკაცთა და ქალთა შორის ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდება გრანდ-სლემის მოგებული ტურნირების მხრივ.