„ნორჩი დინამო 2016“-მა დანიაში ტრადიციულ გათამაშება „დანა ქაფზე“ (Dana Cup) რამდენიმე ასაკობრივი გუნდით ითამაშა, ორი მათგანი კი საქართველოში თასით დაბრუნდა.

„ნორჩი დინამო 2016“ ტურნირზე 2014 წელს დაბადებული ფეხბურთელების ორი გუნდით იყო წარმოდგენილი – A დივიზიონში დინამოელები მესამე ადგილზე გავიდნენ, B დივიზიონში კი პირველი ადგილი დაიკავეს და ჩემპიონობა იზეიმეს.

ტურნირზე სხვა ქართული გუნდებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ წარმატებას მხოლოდ „ნორჩი დინამო 2016“-მა მიაღწია. გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯიბილო ნიჟარაძეა, მას ლევან შილაკაძე და ჯაბა ჭკუასელი ეხმარებიან.

„დანა ქაფი“ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბავშვთა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირია, რომელიც 1982 წლიდან ყოველწლიურად, ივლისის ბოლოს დანიის ქალაქ ჰიორინგში იმართება. გათამაშებაში 12-დან 19 წლამდე ასაკის ბიჭებისა და გოგონების გუნდები მონაწილეობენ – წლეულს ტურნირში 45 ქვეყნის 1100-მა გუნდმა ითამაშა.