ალბანეთის ქალაქ დურესში გრძელდება ევროპის ჩემპიონატმა ძალოსნობაში იუნიორთა და 23 წლამდე ასაკის ახალგაზრდათა შორის
დღეს, 20 წლამდე ასაკის 77 კგ წონითი კატეგორიის ქალებში საქართველოდან მედლისთვის ნანა ხორავა იბრძოდა.
ნანა ხორავამ ატაცში 107კგ დასძლია და მცირე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
აკვრაში ნანა ხორავა 128 კგ-ით მეორე მცირე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ორჭიდის ჯამში ნანა ხორავამ 235 კგ დაგროვა და დიდი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ 49 კგ წონაში მარიამ მაისურაძემ ატაცსა და აკვრაში მცირე ვერცხლის მედლები მოიპოვა, ორჭიდის ჯამში კი დიდი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, 60 კგ-ში კი გიგა ოდიკაძემ ატაცში მცირე ოქროს, აკვრაში მცირე ვერცხლის, ორჭიდის ჯამში კი დიდი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, რევაზ მილდიანმა 70კგ წონითი კატეგორიაში ატაცში ვერცხლის, აკვრაში ბრინჯაოს, ორჭიდის ჯამში კი დიდი ვერცხლის მედალი აიღო, ხოლო გოგა ჯაჯვანმა და ლუკა სილაგაძემ კი 75 კგ წონაში დიდ ოქროს და დიდი ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ამასთან, გოგა ჯაჯვანმა ორი მცირე ოქროს მედალი მოიპოვა, ლუკა სილაგაძემ ატაცში აიღო მცირე ბრინჯაოს მედალი.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




