ამის შესახებ მერაბ დვალიშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც UFC311-ზე უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
"მადლობა ჩემს გულშემატკივრებს და ყველა ქართველს, მიყვარხართ ქართველებო! როდესაც ბრძოლას 6 კვირით ადრე დავთანხმდი, ტრავმირებული ვიყავი. ფეხი მქონდა ნატკენი და ნაკერები მედო, თუმცა ვიცოდი, რომ UFC-ის ვჭირდებოდი.
მთელი მსოფლიო ჩემ წინააღმდეგ იყო, ფავორიტად არ ვითვლებოდი, მაგრამ ეს არ მაინტერესებს, მე საკუთარი თავის რწმენა მაქვს," - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.