ლეგენდარული ფალავნის, ნესტორ ესებუას მშობლიურ მხარეში – სოფელ ნოქალაქევში მისი სახელობის თასის გათამაშება გაიმართა. შეჯიბრების ორგანიზატორი ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია გახლდათ. წლებია, მსგავსი ტურნირი ქართულ ჭიდაობაში დასავლეთ საქართველოში არ ჩატარებულა. თასის გათამაშება მხოლოდ აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გაიმართა. ჩემპიონი ზესტაფონელი უჩა ტაბატაძე გახდა.
შეჯიბრებაზე საქართველოს ყველა კუთხიდან ოცამდე მძიმეწონოსანმა ფალავანმა მოიყარა თავი.
ჩემპიონ-პრიზიორები:
| – უჩა ტაბატაძე (ზესტაფონი)
|| – გიორგი პაპუნაშვილი (გორი)
||| – ნიკა სიდამონიძე (ქარელი)
ტურნირი სპორტის სამინისტროსა და სენაკის მუნიციპალიტეტს ხელშეწყობით ჩატარდა.