კონფერენც ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრები დაიწყო.

თბილისში, „მიხეილ მესხზე“, იბერია 1999“ საპასუხო შეხვედრაში ტალინის „ლევადიას“ მასპინძლობდა.

მასპინძლები პირველი ტაიმის მე-40 წუთზე გურამ გოშთელიანის გოლით დაწინაურდნენ და ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს და სასურველ შედეგს დიდხანს ინარჩუნებდნენ, მაგრამ საბოლოოდ თბილისელთა შეტევებს ვერ გაუძლეს და მეორე გოლი გაუშვეს.

ორი შეხვედრის ჯამში დაფიქსირებული თანაბარი შედეგის გამო დანიშნული დამატებით დროის მე-19 წუთზე სტუმრებმა შეძლეს გოლის გატანა და ანგარიშის შენარჩუნება.

„იბერია 1999“ - „ლევადია“ დ.დ. 2:2(2:1,1:1) პირველი შეხვედრა 1:2
გოლები: 40' გურამ გოშთელიანი 1:0, 48' კარლოს ტორესი 1:1, 87' დერეკ აგიაკვა 2:1, 109' რობერტ კირსი 2:2

მესამე ეტაპზე „იბერია 1999“ უელსის „ნიუ სენტს“ და ლუქსემბურგის „დიფერანჟს 03-ს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.