კონფერენც ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შხვედრები დაიწყო.
თბილისის „იბერია 1999“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ესტონეთში ტალინის „ლევადიას“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
ერთადერთი გოლი მასპინძლებმა შეხვედრის მე-80 წუთზე გაიტანეს.
საპასუხო შეხვედრა 28 ივლისს, თბილისში, „მიხეილ მესხზე“ გაიმართება.
ორი შეხვედრის ჯამში გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე უელსის „ნიუ სენტს“ და ლუქსემბურგის „დიფერანჟს 03-ს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.