კონფერენც ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო წრის პირველი მატჩები მიმდინარეობს.

ქუთაისის „ტორპედო“, რომელიც  კვიპროსში „ომონიას“ სტუმრობდა, მე-20 წუთზე მონტენერგოს ნაკრების ფორვარდის, სტევან იოვეტიჩისგან გაშვებული ერთადერთი გოლით დამარცხდა.  

„ომონია“ - „ტორპედო“ 1:0(1:0)
გოლი: 20' სტევან იოვეტიჩი

გორის „დილა“ რიგაში „რიგასთან“  ბოლო წუთებამდე თავგამოდებით იბრძოდა და ადრე გაშვებული ორიდან ერთი გოლის გაქვითვა შეძლო.   

„რიგა“ - „დილა“ 2:1(1:0)
გოლები: 45+6' რეჯინალდო რამირესი 1:0, 66' იაგი სიკეირა 2:0, 86' დეო ბასინგა 2:1

კიდევ ერთი ქართული კლუბი, თბილისის „სპაერი“ ავსტრიაში ვენის „აუსტრიას“ ხვდება. ამჟამად შეხვედრის 49-ე წუთი მიმდინარეობს. მასპინძლები მე-8 წუთზე მანფრედ ფიშერის მიერ გატანილი გოლით არიან წინ.

საპასუხო შეხვედრები ერთი კვირის შემდეგ გაიმართება.