საქართველოს ნაკრების და იტალიური "ნაპოლის" 22 წლის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი აღიარება მოიპოვა.

ქართველი ვარსკვლავი უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

კვარამ ჩემპიონთა ლიგის დასრულებულ გათამაშებაში 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.