ძალიან სიმბოლური შეკითხვა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შემდეგ. (საფრანგეთი|ხორვატია4:2) ხორვატიის ნაკრების მწვრთნელი ზლადკო დალიჩი საქართველოზე და ტერიტორიით სხვა პატარა ქვეყნებზე საუბრობს. ასე აგიხდეთ ყველა ნატვრა. შეკითხვაც და პასუხიც .... - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ოთო გიორგაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენს ავტობუსზე ასეთი სლოგანია – „პატარა ქვეყანა დიდი ოცნებებით“. ეს თავისთავად უკვე კარგი გზავნილია. თუკი ბევრს იმუშავებ და გეყოლება კარგი მოთამაშეები, შედეგს აუცილებლად მიაღწევ. ამისთვის ყველაფერი უნდა იყოს თავის ადგილზე, განსაკუთრებით ისეთი პატარა ერებისთვის, როგორებიც ხორვატია და საქართველო არიან. უმთავრესი ოცნებისა და ამბიციის ქონაა, ხოლო შემდეგ კი უნდა მიჰყვეთ ამ ოცნებებს და ერთ დღეს შესაძლოა, ყველაფერი აგიხდეს, როგორც ფეხბურთში, ასევე ცხოვრებაში. არასდროს უნდა დანებდე, მუდამ უნდა გჯეროდეს. როდესაც ჩემი გუნდი 4:1-ს აგებდა, მე თავს დამარცხებულად არ ვგრძნობდი. ეს ცხოვრებაა. მთლიანობაში ვთვლი, რომ ხორვატიამ ტურნირზე ძალიან კარგად ითამაშა. ყველას ვაჩვენეთ, რამდენად ძლიერი გუნდი გვყავს. მინდა, ეს შანსი გამოვიყენო და მადლობა ვუთხრა ყველა ფეხბურთელს იმისთვის, რაც მათ გააკეთეს.
მე დღეს ჩემი მოთამაშეების, ჩემი გუნდისა და ჩემი ქვეყნის გამო ძალიან ამაყი ვარ“. - განაცხადა ხორვატიის ნაკრების მწვრთნელმა, წერს ოთო გიორგაძე "ფეისბუკში".