ტორონტოში ფეხბურთში მსოფლიოს 23-ე  ჩემპიონატის B ჯგუფში მყოფი გუნდები ჩაებნენ ასპარეზობაში.

კანადის და ბოსნია და ჰერცეგოვინის შეხვედრის უმეტესი ნაწილი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. თუმცა, სტუმართა შეტევები და განსაკუთრებით, კუთხურები, მასპინძელთათვის ძალიან ხიფათის შემცველი იყო. 

სწორედ კუთხურის გათამაშების შემდეგ გახსნეს ანგარიში ბოსნია და ჰერცეგოვინელებმა შეხვედრის 21-ე წუთზე და ამ ანგარიშს 79-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ.

კანადა - ბოსნია და ჰერცეგოვინა 1:1(0:1)
გოლები: 21' იოვო ლუკიჩი 0:1, 79' კაილ ლარინი 1:1

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში გამართულ თავის მეოთხე შეხვედრაში კანადამ პირველი ქულა მოიპოვა.

ამავე ჯგუფში არიან შვეიცარია და ყატარი. ისინი ხვალ, სან-ფრანცისკოში შეხვდებიან ერთმანეთს, რამდენიმე საათში კი ლოს-ანჯელესში მინდორზე D ჯგუფში მოასპარეზე შეერთებული შტატების და პარაგვაის ნაკრები გუნდები გავლენ.