შვეიცარიის ქალაქ ბაზელში დასრულდა ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა.

მსოფლიო და ევროპის ჩემპიონების, ესპანეთის და ინგლისის ნაკრები გუნდების ძირითადმა და დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა.

პენალტების სერიაში ინგლისელებმა გაიმარჯვეს და ზედიზედ მეორედ მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლები.

ინგლისი - ესპანეთი 1:1(1:1,0:1) პენალტები 3:1
გოლები: 25' მარიონ კალდენტეი 0:1, 57' ალესია რუსო 1:1