პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე  ქალთა შორის 70 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა დასრულდა.

ქართველმა ძიუდოისტმა ინა ქალდანმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ყაზახ აიალა მერეკეს მოუგო და პარიზის პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ 73 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ინა ქალდანის მეუღლემ, გიორგი ქალდანმა მოიპოვა.

ამ დროისთვის საქართველოს ერთი ოქროს (ბირთვის კვრა - გიგა ოჩხიკიძე), სამი ვერცხლის (შაშხანიდან 50 მ სროლა - ვლადიმერ ჭინჭარაული, ძიუდო 60კგ ზურაბ ზურაბიანი და ძიუდო 73 კგ გიორგი ქალდანი  ) და სამი  ბრინჯაოს (ტაეკვონდო - ანა ჯაფარიძე და ხმლით ფარიკაობა - ნინა თიბილაშვილი და ძიუდო 70 კგ ინა ქალდანი) მედალი აქვს და საერთო გუნდურ ჩათვლაში 48-ე ადგილზეა.