საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს. შესაბამისი წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტს უკვე მიმართეს.

 საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის და შალვა პაპუაშვილი წარდგენება დააკმაყოფილა და ილია თოფურიას ღირსების ორდენით დააჯილდოებს. 

"როგორც გუშინ იქნა შეთანხმებული ილია თოფურიასთან, მისი დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში 19:00 საათზე ჩატარდება. საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას მიესალმება და ეთანხმება.

პრეზიდენტი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება. სამივე შტოს მონაწილეობა ამ ცერემონიაში ასეთ საკითხებზე ეროვნული თანხმობის ნიშანია.

"