კიშინიოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის პირველობაზე დასრულდა ასპარეზობა 67 კგ წონით კატეგორიაში.
ქართველმა ძალოსანმა გურამ გიორბელიძემ ატაცში 127 კგ აჩვენა და მეოთხე ადგილი დაიკავა.
აკვრაში გურამ გიორბელიძემ 158 კგ დააფიქსირა და მეოთხე ადგილზე გავიდა.
ასევე მეოთხე ადგილი დაიკავა გურამ გიორბელიძემ ორჭიდის ჯამში ნაჩვენები 285 კგ-ით.
1. ქაან ქარიმანი (თურქეთი) - (146+170)=316კგ
2. ისა რუსტამოვი (აზერბაიჯანი) - 138+170)=308კგ
3. ჰარდალ ფერდი (თურქეთი) - (140+165)=305კგ
4. გურამ გიორბელიძე (საქართველო) - 127(127,131*131*)+158(158,166*167*)=285კგ