ალბანეთის ქალაქ დურესში გრძელდება ევროპის ჩემპიონატმა ძალოსნობაში იუნიორთა და 23 წლამდე ასაკის ახალგაზრდათა შორის
დღეს, 20 წლამდე ასაკის 75 კგ წონითი კატეგორიის ძალოსანთა ასპარეზობის მონაწილეებს საქართველოდან მედლებს გოგა ჯაჯვანი და ლუკა სილაგაძე ეცილებოდნენ. ორივე მათგანმა წარმატებით იასპარეზა და ორჭიდის ჯამში ერთმა ოქროს, მეორემ კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
გოგა ჯაჯვანმა დიდ ოქროს მედალთან ერთად ორი მცირე ოქროს მედალი მოიპოვა, ლუკა სილაგაძემ ატაცში აიღო მცირე ბრინჯაოს მედალი. 

შეგახსენებთ, რომ 49 კგ წონაში მარიამ მაისურაძემ ატაცსა და აკვრაში მცირე ვერცხლის მედლები მოიპოვა, ორჭიდის ჯამში კი დიდი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, 60 კგ-ში კი გიგა ოდიკაძემ ატაცში მცირე ოქროს, აკვრაში მცირე ვერცხლის, ორჭიდის ჯამში კი დიდი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ხოლო რევაზ მილდიანმა 70კგ წონითი კატეგორიაში ატაცში ვერცხლის, აკვრაში ბრინჯაოს, ორჭიდის ჯამში კი დიდი ვერცხლის მედალი აიღო.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




