ბრატისლავაში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს  ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ პრიზიორები. 

97 კგ წონითი კატეგორიის ფინალში პარიზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელმა გივი მაჭარაშვილმა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოჭიდავე რუსი მოჭიდავე მაგომედ კურბანოვი 3:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.


გივი მაჭარაშვილი ზედიზედ მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

70 კგ წონით კატეგორიაში აკაკი ქემერტელიძემ 6:2 სძლიოა უკრაინელ ოლექსი ბორუტას და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

79 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ვლადიმერ გამყრელიძე

65 კგ წონით კატეგორიაში გოგა ოთანაშვილს ბრინჯაოს მედლის უნდა ეჭიდავა, თუმცა ჩვენთვის ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით იგი შეჯიბრებიდან მოხსნეს, ხოლო 57 კგ წონაში რობერტ დინგაშვილი რეპეშაჟში დამარცხდა გერმანელ ნიკლას შტეხელესთან.

57კგ
1. ნაჩინ მონგუში (ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია, რუსეთი)
2. აზამატ ტუცკაევი (სერბეთი)
3. ისლამ ბაზარგანოვი (აზერბაიჯანი)
3. არიან ტიუტრინი (ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია, ბელარუსი)
7. რობერტ დინგაშვილი(საქართველო)

65კგ
1. იბრაგიმ იბრაგიმოვი (ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია, რუსეთი)  
2  ხამზატ არსამერზუევი (საფრანგეთი)
3. ვაზგენ ტევანიანი (სომხეთი)
3. ალი რაჰიმზადა (აზერბაიჯანი)
 

70კგ
1. დავიდ ბაევი (ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია, რუსეთი)
2. არმან ანდრეასიანი (სომხეთი)
3. აკაკი ქემერტელიძე (საქართველო) 
3. კანან კეიბატოვი (აზერბაიჯანი) 

79კგ
1. ახმედ უსმანოვი (ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია, რუსეთი)  
2. ზელიმხან ხაჯიევი (საფრანგეთი)
3. ვლადიმერ გამყრელიძე (საქართველო)
3. ახსარბეკ გულაევი (სლოვაკეთი)

95კგ
1. გივი მაჭარაშვილი (საქართველო)
2. მაგომედ კურბანოვი (ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია, რუსეთი)  
3. რიჩარდ ვეგი (უნგრეთი)
3. ბატირბეკ ცაკულოვი (სლოვაკეთი)


გუნდურ ჩათვლაში (რუსეთის და ბელარუსის გუნდების მაჩვენებლები მხედველობაში არ მიიღება) 63 ქულით საქართველო დაწინაურდა. მეორე ადგილზე 55 ქულით აზერბაიჯანია