სასწაული ემოციებია, ვნახე ვიდეოები, რაც საქართველოში ხდება. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ბურთის თამაშით ასეთი სიხარული მოვუტანეთ ქართველ ხალხს, - ამის შესახებ გიორგი ქოჩორაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან ისაუბრა შემდეგ მატჩზეც, რომელიც ესპანეთთან გაიმართება.
„ესპანეთი ძალიან მაგარი გუნდია, ყოველთვის ფავორიტია ყველა ტურნირზე, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, რომ ვიბრძოლოთ, ისე როგორც დღეს ვიბრძოლეთ. ჩვენი მაქსიმალური დონე უნდა დავანახოთ მსოფლიოს. მიყვარხართ გულში და ყველაფერს გავაკეთებ თქვენთვის“, - აღნიშნა ქოჩორაშვილმა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მათ პლეი ოფის საგზური მოიპოვეს.