საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გუშინ გამოქვეყნებულ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფაქტს ეხმაურება ფეხბურთელის ოჯახიც.
"საქართველოს გზა ევროპაშია!!!" - წერს გიორგი ქოჩორაშვილის მამა, როინ ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში.
ოდნავ მოგვიანებით, იმავე თემასთან დაკავშირებით როინ ქოჩორაშვილმა მეორე პოსტიც გამოაქვეყნა: ,,ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია!!!"
ცნობისათვის, ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა გუშინ Instagram-ის "სთორიში" რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მხარდამჭერი ფოტო განათავსა, რის შემდეგაც ფეხბურთელის Instagram-ის ანგარიში აღარ იძებნება.