ესპანეთის ლა ლიგაში მეათე ტურის შეხვედრები დასრულდა.
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია" სახლში სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფ, მოგების არმქონე „ლას პალმასს" შეხვდა, 2:3 დამარცხდა და სატურნირო ცხრილის ფსკერზე მოექცა.
„ვალენსია" - „ლას პალმასი" 2:3(1:1)
გოლები: პეპელუ, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 43' ალექს მუნოზი 1:1, 54' ფაბიო სილვა 1:2, 85' ალბერტო მოლეირო 1:3, 90+4' ცეზარ ტარეგა 2:3
გაძევება: 70' პეპელუ (წითელი ბარათი)
გიორგი მამარდაშვილი Flashscore-მ 5,9 ბალით შეაფასა.