ინგლისი პრემიერლიგაში მერვე ტურის შეხვედრები გრძელდება.
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ სახლში „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეხვდა და 1:2 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ „ლივერპული“ პრემიერლიგაში ზედიზედ მესამედ სულ კი ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა. 27 სექტემბერს მას „კრისტალ პალასმა“ სძლია 2:1, 4 ოქტომბერს კი ასეთივე ანგარიშით „ჩელსიმ“ მოუგო. ამ მატჩებს შორის შუალედში „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფისწინა ტურნირის შეხვედრაში სტამბოლში „გალათასარაისთან“ 0:1 დამარცხდა.
„ლივერპული“ - „მანჩესტერ იუნაიტედი“ 1:2(0:1)
გოლები: 2' ბრაიან მბეუმო 0:1, 78' კოდი გაკპო 1:1, 84' ჰარი მაგუაიერი 1:2
გიორგი მამარდაშვილის თამაში Flashscorem 5.9-ით შეაფასა. მასზე დაბალი შეფასება ორივე გუნდის ფეხბურთელებიდან მხოლოდ ალექსანდერ ისაკს ჰქონდა.