ინგლისის პრემიერლიგაში მეცხრე ტურის შეხვედრები დაიწყო.

წარუმატებელი სერია გააგრძელა პრემიერლიგის შარშანდელმა გამარჯვებულმა, გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“. ზედიზედ ხუთი გამარჯვების შემდეგ „ლივერპულმა“ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო.

გიორგი მამარდაშვილმა ((Flashscore - 6,8) სამი გოლი გაუშვა, თუმცა ამჯერად მან უკეთ ითამაშა, ვიდრე წინა შეხვედრებში.

„ბრენტფორდი“ - „ლივერპული“ 3:2(2:1)
გოლები: 5' დანგო უატარა 1:0, 45' კევინ შადე 2:0, 45+5' მილოშ კერკეზი 2:1, 60' იგორ ტიაგო, თერთმეტმეტრიანიდან 3:1, 89' მოჰამედ სალაჰი 3:2


„ლიდსი“ - „ვესტ ჰემი“ 2:1(2:0)


„ნიუკასლი“ - ფულჰემი 2:1(1:1)

„ჩელსი“ - „სანდერლენდი“ 1:2(1:0)


„მანჩესტერ იუნაიტედი“ - „ბრაიტონი“ 4:2(2:0)