ინგლისის პრემიერლიგაში მესამე ტური უახლოვდება დასასრულს.

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ სახლში „არსენალი“ მიიღო და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა.

ერთადერთი გოლი შეხვედრის 83-ე წუთზე დომინიკ სობოსლაიმ გაიტანა.

გიორგი მამარდაშვილი ისევ სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

სამი ტურის შემდეგ „ლივერპული“ ერთადერთი გუნდია, რომელმაც სამივე შეხვედრა მოიგო.