პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში 125 წონითი კატეგორიის ფინალისტები გამოვლინდნენ
ქართველმა მოჭიდავემ, სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელმა გენო პეტრიაშვილმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი გიორგი მეშვილდიშვილი ანგარიშით 7:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
ოქროს მედლისთვის გენო პეტრიაშვილი ირანელ ამირ ჰოსეინ ზარესთან (მან თურქი ტაჰა აკგული ტექნიკური ქულებით 2:1 დაამარცხა) იჭიდავებს.