ეროვნულ ლიგა 2-ში ბოლო, 36-ე ტურის შეხვედრებში ყველაფერი გაირკვა – მთავარი მოვლენა კი ისაა, რომ ეროვნულ ლიგაში ფოთის „კოლხეთი“ ითამაშებს, ხოლო პლეი ოფში – საგარეჯოს „გარეჯი“.

მთავარი შეხვედრა საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა, რომელშიც მეორეადგილოსანი „გარეჯი“ (75 ქულა) გათამაშების ლიდერს, ფოთის „კოლხეთს“ (76 ქულა) დაუპირისპირდა. ფოთელებს ეროვნული ლიგის საგზურის მოსაპოვებლად ფრეც ჰყოფნიდათ, ხოლო „გარეჯს“ მხოლოდ გამარჯვება აწყობდა.

პირველ-მეორედგილოსანი გუნდების დაპირისპირება 1:1 დასრულდა. ანგარიში შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით 21-ე წუთზე ფოთელთა ნახევარმცვლმა, დათა სიჭინავამ დააახლოებით 30 მეტრიდან გახსნა. 86-ე წუთზე თითქმის იმავე პოზიციიდან გიორგი პაპუაშვილმა არანაკლებ ეფექტური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.