ლიეტუვის ქალაქ კაუნასში წყვილთა შორის ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა

დღეს, თავისუფალი სტილით ასპარეზობაში ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ 124,84 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავეს, ორივე პროგრამით ასპარეზობის შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ



1. ლუკრეცია ბეკარი/მატეო გუარიზე (იტალია) - 199,19
2. ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავა (საქართველო) - 196,14

3. რებეკა გილარდი ფილიპო ამბროზინი (იტალია) - 195,68

ხვალ კაცები თავისუფალი სტილით იასპარეზებენ, ყინულზე მოცეკვავე წყვილები კი რიტმულ ცეკვაში გაეჯიბრებიან ერთმანეთს