ლიეტუვის ქალაქ კაუნასში ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო
შეჯიბრების პირველ დღეს სტარტზე წყვილთა შორის მოასპარეზე სპორტსმენები გამოვიდნენ. მათ მედლები მოკლე პროგრამაში გაითამაშეს.
კარიერის განმავლობაში ნაჩვენები საუკეთესო შედეგით ოქროს მედლის მფლობელები ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა. მათი გამოსვლა მსაჯებმა 71,3 ქულით შეაფასეს.
წყვილთა შორის ასპარეზობა ხვალ, თავისუფალი პროგრამით შეჯიბრების შემდეგ დასრულდება